რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მძღოლები აქციას მართავენ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე მძღოლები აქციას მართავენ.

ისნი გზის სავალ ნაწილზე არიან შეკრებილნი და საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებენ. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ავტომობილები მხოლოდ გზის ერთ ზოლში გადაადგილდებიან.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის ბოლომდე გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

„2 საათი გავიდა. პირველ მარტამდე მივეცით დრო. პასუხი არავინ გაგვცა. ხვალ ადვოკატის დახმარებით სამინისტროში უნდა შევიტანოთ განცხადება, რომ ვისაც ეკუთვნის, ის ადამიანები მოვიდნენ და გაგვცენ ჰუმანური პასუხი, რაც გვეკუთვნის. ერთი საათია ველოდებით გუბერნატორს, რომ პასუხი გაგვცეს, არავინ მოდის. გზის გადაკეტვა ჩვენ კი არ გვსიამოვნებს, უბრალოდ თავებს ითვლიან და არავინ მოდის“, -აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა