ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთავი-თბილისის ავტობანზე შეკრებილებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მიმდინარე აქციაზე, სადაც საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ, მხარის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ვიცე-მერი ბესო ტოგონიძე მივიდნენ.

შოთა რეხვიაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გზა გაათავისუფლონ.

აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე გზა არ გადაკეტეს, რეაგირება არავის ჰქონია, რაზეც რეხვიაშვილი პასუხობს, რომ ის საქმის კურსში არ იყო მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

რეხვიაშვილმა აქციის მონაწილეებს საკუთარ ოფისში სამუშაო შეხვედრა შესთავაზა, სადაც მათ მოთხოვნებს მოინიშნავს, თუმცა, როგორც აცხადებს, ის ვერ შეპირდება, რომ „შეხვედრის შემდეგ 5 წუთში ნავთობის ფასი დაიწევს.“

„ყველა პროტესტს თავისი გამოხატვის საშუალებები აქვს. აქ მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და მოძრაობა პირველ რიგში არ შევაფერხოთ. ადამიანურად დავილაპარაკოთ. გავხსნათ გზა და მივცეთ ადამიანებს გადაადგილების საშუალება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემადგენლობაში, არავის დავმალულვარ ბუჩქებიდან არ ველაპარაკები არავის, ახლავე შეგვიძლია გადავიდეთ ჩემთან სამსახურში და დავილაპარაკოთ. ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ წინა აქციაზე არ მოვედი, მე არ ვიცოდი, რომ ასეთი მდგომარეობა იყო“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მხარის რწმუნებულმა ვიცე-მერმა აქციის მონაწილეებს სამუშაო რეჟიმში შეხვედრა შესთავაზეს, მათ გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ამჯერად გზა გათავისუფლდება და გადავინაცვლეთ მოლაპარაკებაზე. ორგანიზატორები ვიქნებით შეხვედრაზე, 5-6 ადამიანი“, - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს