ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა

დღეს პირველად სკი კროსის სახეობის ისტორიაში შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი გაიმართა. სულ 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ეტაპის მსვლელობას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.

მინისტრის შეფასებით, ბაკურიანი მსოფლიო რუკაზეა. მისი თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი.

„შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა. ეს არის პირველი ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე. ჩვენ ასევე ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს გაიმართება. დღეს უამრავი ადამიანი უცხოეთში თვალს ადევნებდა ბაკურიანსა და საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, არამარტო ჩვენი სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის, რადგან ამ შეჯიბრით მსოფლიომ გაიცნო ბაკურიანი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნული საერთაშორისო ეტაპები წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს თავისუფალი სტილით სრიალში. ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით იმართება, პროცესში ჩართულია ასამდე მოხალისე. გაწეული სამუშაოები უაღრესად დადებითად შეფასდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან და ასევე შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენებისგან.

"მინდა მთელ საქართველოს მივულოცო პირველ რიგში ეს მოვლენა. უაღრესად კმაყოფილია ტურნირის ყველა მონაწილე. უდიდესი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს საერთაშორისო ინდუსტრიას, გავავითაროთ ის პოტენციალი, რაც დევს ზამთრის ტურიზმში, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - აცხადებს ზურაბ კოსტავა.

შეჯიბრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ისეთ რეიტინგულ არხზე ხდებოდა როგორიცაა ევროსპორტი. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "ევრონიუს ჯორჯიასა" და "სილქ უნივერსალის" მეშვეობითაც.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“.

(R)

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული