ქვემო ქართლის რწმუნებული, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და რუსთავის მერი ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ახალგაზრდების იმ ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც დღეს საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პოზიცია მოისმინეს და შემდეგი სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მომდევნო შეხვედრისას სამთავრობო გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები გაჟღერდება.

რუსთაველმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, შარტავას გავლით ქალაქის შემოსასვლელისკენ გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. მძღოლებმა გზის გახსნის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა