"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ განსაკუთრებული აქცია მიმდინარეობს. კვირის თითოეულ დღეს სხვადასხვა პროდუქტზე 20 %-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით აღნიშნულ აქციაში 1 მარტიდან ცვლილებები შედის. კონკრეტულად კი, არსებულს ის პროდუქტები ემატება, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ესენია: ზეთი, კვერცხი, დაფასოებული ბურღულეული, მაიონეზი, მცენარეული ცხიმი, კონსერვირებული პროდუქტები, სნექი და ცხოველთა კვება.

1 მარტიდან აქციის დღეები ასე გამოიყურება:

ორშაბათს 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება რძის პროდუქტებზე, მაიონეზსა და მცენარეულ ცხიმზე;

სამშაბათს - ხორცპროდუქტებზე, დაფასოებულ ბურღულეულსა და კვერცხზე;

ოთხშაბათის ფასდაკლების პროდუქტებია - ნაყინი, გაყინული პროდუქტები და ზეთი;

ხუთშაბათის - ყავა, ჩაი და ტკბილეული;

პარასკევს მომხმარებელს ფასდაკლება დახვდება ჰიმია-ჰიგიენის საშუალებებზე, კონსერვირებულ პროდუქტებსა და ცხოველთა კვებაზე;

შაბათს - სასმელებსა და სნექზე,

კვირას კი - უალკოჰოლო სასმლელებზე.

ქსელში 20%-იანი ფასდაკლების კამპანია ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პარალელურად, მოსახლეობის მხარდასაჭერად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაიწყო. აქციამ მომხმარებლებში კმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ შეთავაზება დროთა განმავლობაში უფრო მრავალფეროვანი გახდა და მათ საჭიროებებს მოერგო.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი. ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 250 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით