ლუკ კოფი - საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს

„ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის განცხადებით, მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოსთვის მთავარი შეცდომების აღიარება და მათი დროულად გამოსწორებაა, იმისთვის, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არ დაზიანდეს. ამის შესახებ ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ლუკ კოფი ამერიკის შესაძლო როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანას უნდა ეწვიოს.

„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე ესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დე ესკალაცია, მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია. საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს. მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს“, - განაცხადა კოფიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში