გორში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის

გორში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის

გორში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მიზეზი ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევებია, რომელიც გორის მე-10 და მე-2 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა.

„მოგეხსენებათ, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება სავალდებულო ტესტირება. კვლევისას, გორის მე-10 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. დირექტორს, ბუნებრივია, კონტაქტი ჰქონდა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლა დღეიდან გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ასევე, მეორე საჯარო სკოლაში გამოვლინდა სამი პედაგოგის ინფიცირების ფაქტი და აღნიშნული სასწავლო დაწესებულებაც ხვალიდან დისტანციურად განაგრძობს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.