გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

“სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს