გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 14 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.

"ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ნონა ასათიანის განცხადებით, 14 წლის მოზარდს კლინიკაში შეყვანის დროს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე, 9 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

"ორი ბავშვი შემოიყვანეს, ერთი მძიმე დაზიანებებით, მეორე მსუბუქით. ბავშვს, რომელიც მსუბუქი დაზიანებით იყო, ჯანმრთელობის თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, იქ ძალიან რთული შემთხვევა იყო. ბავშვი შემოვიდა ისე, რომ პულსი, წნევა არ ესინჯებოდა. მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის, გარდაბანში აფეთქება მოხდა. გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს