გორის მერია - ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს

გორის მერია - ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, გორის მერი კონსტანინე თავზარაშვილი, მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლია კოვზიაშვილთან ერთად, სააღმზრდელო პროცესს #11 საბავშვო ბაღში გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს.

„აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება საბავშვო ბაღების მონიტორინგი. პერსონალს ეტაპობრივად ჩაუტარდება ტესტირებაც. პანდემიიდან გამომდინარე დასწრება თავისუფალია.

დღეს, სასწავლო პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, მუნიციპალიტეტის მხოლოდ 5 საბავშვო ბაღში ვერ განახლდა. ხუთივე ბაღში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგება.

გორის მუნიციპალიტეტში 64 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 6 ათასამდე აღსაზრდელია რეგისტრირებული”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.