Reuters - აშშ-მა რუსეთს ნავალნის საქმის გამო სანქციები, შესაძლოა, დღეს დაუწესოს

შეერთებული შტატები რუსეთს, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დასჯის გამო სანქციებს, სავარაუდოდ, დღეს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ ორი აღმასრულებელი ბრძანებით იმოქმედებს. პირველი არის 13661, რომელიც ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოიცა და მეორე, 13382, რომელიც 2005 წელს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოიცა.

ორივე ბრძანება საშუალებას აძლევს შეერთებულმა შტატებს, სანქცირებულ პირებს გაუყინოს ამერიკული აქტივები და ამერიკულ კომპანიებსა და პირებს მათთან საქმის დაჭერა აუკრძალოს.

წყაროს ცნობით, სანქციების სამიზნე რამდენიმე კერძო პირი იქნება, თუმცა მან ეს პირები არ დაასახელა.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თებერვალში განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

Reuters-ი წერს, რომ ნავალნის საქმის გარდა ვაშინგტონი და მოსკოვი საკითხების ფართო სპექტრზე ვერ თანხმდებიან, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ამბიციები უკრაინასა და საქართველოში, ასევე გასულ წელს აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებული კიბერ შეტევა, რაშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა მოსკოვი მასში მონაწილეობას უარყოფს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო