იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან

პროკრედიტ ბანკი იურიდიულ პირებს დისტანციურად ანგარიშის გახსნას სთავაზობს. მომხმარებლებს ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეშვეობით, ბანკში მიუსვლელად ანგარიშის და სერვისების დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ფილიალში ვიზიტის საჭიროებას სრულად ანაცვლებს ტექნოლოგიური ალტერნატივით.

მნიშვნელოვანია, რომ სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს იდენტიფიკაციის პროცესი ვიდეო ზარის მეშვეობით. ზარის წამოსაწყებად საჭიროა მარტივი პროცედურის გავლა, თანამედროვე მობილური ტელეფონი, ან კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერი, კავშირი ინტერნეტთან.

კლიენტის ვიდეო იდენტიფიკაცია სერთიფიცირებული პროგრამული საშუალებით ხორციელდება. პროცესი სულ რამდენიმე წუთს მოიცავს. მომხმარებელმა განაცხადის შევსებასთან ერთად საიდენტიფიკაციო ID მისაღებად უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია - ProCredit Bank myDIRECT Android-ისთვის; iOS- ისთვის.

შეგახსენებთ, ინოვაციური ვიდეო იდენტიფიკაციის მეთოდი ბანკმა 2020 წლის მარტში დანერგა. პირველ ეტაპზე ანგარიშის გახსნა ფიზიკური პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, პროექტის განვითარების შედეგად ანგარიშის გახსნის პარალელურად, მომხმარებლებს სერვისების ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა შესთავაზა. 2021 წლიდან კი სრულყოფილი ანგარიშის სარგებლობა უკვე იურიდიული პირებისაც შეუძლიათ, რაც მათ დამატებით კომფორტსა და დროის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით