შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს

ხორპროდუქტების კომპანია „ვაკე“ პროდუქციას უკვე ერთი წელია, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ქარხანაში აწარმოებს.

ქარხნის მშენებლობის პროცესში „ვაკის“ გუნდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოფენებს ესწრებოდა და აგროვებდა საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ წამოწყებული პროექტი წარმატებით განეხორციელებინა. საბოლოოდ, თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი ქარხანა ამუშავდა, რომელიც აკმაყოფილებს ISO 2200 სტანდარტს. ქარხნის მშენებლობა პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც კომპანიამ დანერგა. ქარხსნის გახსნის შემდეგ, „ვაკემ“ პროდუქციის შეფუთვის ახალ დიზაინზე დაიწყო მუშაობა.

კონკრეტულად, რა სიახლეებით იწყებს „ვაკე“ 2021 წელს ამის შესახებ დეტალურად კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:

კონკეტულად, რა ცვლილებები განახორციელა „ვაკემ“ და რატომ არის მათი ცოდნა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი?

60-წლიანი გამოცდილება და განვითარებული ქვეყნების ცოდნის გაზიარება დაგვეხმარა, ბიზნესი კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი შეგვეთავაზებინა.

„ვაკის“ მიერ განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ქარხნის მშენებლობით არ შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ შევქმენით შეფუთვის ახალი ვიზუალი, რომელსაც მომხმარებელი სულ მალე იხილავს.

შეფუთვის განახლების მიზანი იყო „ვაკის“ პროდუქციისთვის განსაკუთრებული, ავთენტური ვიზუალის შემუშავება. შთაგონების სათავეში, ბრენდის ისტორია და მისი დაარსების პერიოდი დგას. გვინდოდა, ახალი ვიზუალით ჩვენი 60-წლიანი გამოცდილებისთვისაც გაგვესვა ხაზი და ამავდროულად, თანამედროვე ტრენდებისთვისაც აგვეწყო ფეხი. „ვაკე“ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა, გაიზარდა თაობებთან ერთად და შეინარჩუნა ხალხის ნდობა. „ვაკე“ ბევრი მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებასთან, ცხოვრების ბედნიერ პერიოდთან ასოცირდება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარად ემოციურიც არის.

რატომ გადაწყდა მე-20 საუკუნის გრაფიკის გაცოცხლება და რა ემოციებს აღძრავს ის მომხმარებელში?

გვსურდა, გაგვეცოცხლებინა მე-20 საუკუნის გრაფიკა, რომელიც მაშინდელ აფიშებს, წიგნებსა და გაზეთებს ახასიათებდა და მოსახლეობაში ერთგვარ ნოსტალგიის შეგრძნებას გააღვიძებდა. შეფუთვაზე წარწერები ხელით დაწერილს მოგაგონებთ.

შეფუთვის ვინტაჟური სტილი შთაგონებულია მე-20 საუკუნით და მეტაფორულად, კომპანია „ვაკის“ პირველ ნაბიჯებსა და ბაზარზე მის დამკვიდრებას უკავშირდება. ამავდროულად, უგულებელყოფილი არ არის თანამედროვე დიზაინი და ძველისა და ახლის სინთეზი საინტერესო ვიზუალს ქმნის.

გვსურდა, შეფუთვის სტილისტიკა „დედა ენის“ ძველ გამოშვებასთან დაგვეახლოვებინა და ტექსტის დანახვისას ჩვენს მიზანს მომხმარებელიც მიმხვდარიყო. თუ შეფუთვის ახლანდელი სტილი მომხმარებლისთვის მართლაც საინტერესო და მიმზიდველი გახდა, ალბათ, ჩვენი მიზანიც შესრულებულია.

ევროპასა და ამერიკაში თითქმის ყველა დიდი ისტორიის მქონე ბრენდი ცდილობს, შეფუთვის თუ სარეკლამო კამპანიის მეშვეობით მომხმარებლებს წარსულიც შეახსენოს და უთხრას, რომ მთელი ეს წლები, მათ ერთად გამოიარეს. ჩვენც ვეცადეთ, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა.

რამდენად იმყარებს „ვაკე“ პოზიციებს ახალი ქარხნის გახსნითა და პროდუქციის შეფუთვის ახალი ვიზუალით?

მოხარულები ვართ, რომ წლებია, „ვაკე“ მომხმარებელში სანდოობით სარგებლობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ნიშის შენარჩუნება და მუდმივად ვმუშაობთ ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და ჩვენს წარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

ჩვენი პროდუქცია მომხმარებელთა ფართო სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი, რადგან წარმოდგენილები ვართ როგორც საფირმო მაღაზიებით, ისე სადისტრიბუციო ქსელით. კომპანია უახლოეს მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო ზრდას და განახლებას გეგმავს.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული