გიგი უგულავა - თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, კორექტივებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაში, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი ცვლილება არ არის

თუ ღარიბაშვილს, ივანიშვილს და მისთანებს წარმოუდგენიათ ისეთი ოპოზიცია, როგორიც უზით პარლამენტში - „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, მაგრამ თუ უნდათ რეალურად სიტუაციის განმუხტვა და დაძლევა, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ოპოზიციის მიერ დაანონსებული ყველა აქცია ძალაში რჩება, თუმცა თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, მაშინ ოპოზიცია თავის სამოქმედო გეგმაში კორექტივებს შეიტანს.

„ეს რომ იძულებითი შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“ დღეს ჩვენ ვნახეთ, მათი მხრიდან არის უსუსური მცდელობა, საბაბად გამოიყენონ და წყალწაღებული ხავსს მოეჭიდონ, ან ერთი არგუმენტი მოიყვანონ, ან მეორე. არანაირი კავშირი არ აქვს იმ ვალდებულებას, რაც მთავრობისა და „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ აიღო ღარიბაშვილმა, იმასთან, იქნება აქცია თუ არ იქნება. აქედან გამომდინარე, თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, ბუნებრივია, ჩვენ კორექტივებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაში, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც გითხარით, არანაირი ცვლილება არ არის. მე დღეს შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირი არ ჰქონდათ გახსნილი აქტივისტებს და უკვე აკავებდნენ, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რომ მერე ღარიბაშვილს კვლავ გინებისა და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა, ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდათ, დღეს სხვანაირი და ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს, არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო. ძალიან მაღლა არის თამასა აწეული - ორ კვირაში ღარიბაშვილს მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული შედეგის ჩვენება და ეს გუშინ ღიად და საჯაროდ ითქვა შარლ მიშელის მხრიდან. შესაბამისად, კონსტრუქციული იქნება ხელისუფლება თუ პირველ და მთავარ საკითხს, პოლიტპატიმრების საკითხს, დაძრავს, ამით აჩვენებს საზოგადოებას, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება არ მოწონება, ასევე, უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ და რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი და აქედან ყველაზე საკამათო და სადაო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი,“- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თუ დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი საბოლოო სიტყვაა სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მას ამ საბოლოო სიტყვის თქმა ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე მოუწევს.

„ქართული ოცნება“ და მთლიანად ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა სპირალში შევა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, მისი ოპონენტი პავილიონისი კი არ იქნება, რომელიც ჯვარს აცვა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პირად კონტროლზე აიყვანა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მას დახვდა აქ,“- განაცხადა უგულავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა