ნინო ლაცაბიძე - ჩვენი დაპირება იყო "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონის მიღების ბოლომდე მიყვანა - დაპირება შესრულებულია!

საქართველოს პარლამენტის წევრის, N12 მაჟორიტარულ ოლქში რუსთავის და გარდაბნის დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონის მიღება, ქვეყნისთვის და განსაკუთრებით რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ნინო ლაცაბიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირება იყო კანონის მიღების ბოლომდე მიყვანა, რაც შესრულებულია.

„წლებია ეს პრობლემა ჩვენს ქალაქში დგას და მოსახლეობა ითხოვს ამ გამოწვევის ეფექტურ დაძლევას. ჩვენი დაპირება იყო ამ კანონის მიღების ბოლომდე მიყვანა. დაპირება შესრულებულია! საქართველოს კანონი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ, მე-3 მოსმენით მიღებულია! ახლა ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ შევძლოთ ამ კანონის ეფექტურად აღსრულება”, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და მიიღო.

პროექტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, “დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო