2020 წელს სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო გეგმა 106%-ით შესრულდა

2020 წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით 3 აუქციონი გამოცხადდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„ინტერპრესნიუსმა“ 2020 წელს პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოების შესახებ ინფორმაცია ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული 3 აუქციონიდან ერთი ჩაიშალა.

რაც შეეხება სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო გეგმას, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 150 მილიონ ლარის აკუმულირებაა დაგეგმილი. ამასთან, ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წელს ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა 106 %-ით შესრულდა და ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 130 485 115 ლარია მობილიზებული.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს 50-მდე სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ერთ თვეში სახელმწიფო ბიზნესს 10, წლის განმავლობაში კი 50-მდე სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს, რომლის გაყიდვაც განიხილება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება