ირაკლი ქადაგიშვილი - სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

თუ 2012 წლამდე საქართველოს სასამართლო იყო იუსტიციის მინისტრთან არსებული სსიპ- ი, შპს, დღეს საქართველოს სასამართლო თავის განვითარების მნიშვნელოვნად მაღალ ეტაპზეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმას თანმიმდევრულად ახორციელებს.

„სასამართლოს რა თქმა უნდა, სჭირდება შემდგომი რეფორმირება და დახვეწა. ყოველ შემთხვევაში, დღეს აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოზე.

მაგრამ, ის, რომ სასამართლოს ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებს სჭირდება შემდგომი განვითარება, ამას ყველა ვამბობთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობის კარგად რეალიზაცია მოახდინოს სასამართლო სისტემამ.

ეს არის სასამართლო სისტემის შიდა ამოცანაც, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და შემდგომ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. გაცილებით თავისუფალია დღეს სასამართლო, ვერავინ მეტყვის კონკრეტულ ფაქტს. სურათი თვისობრივად შეცვლილია - სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიმდინარე პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს. როგორც ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ შერჩევის პროცედურა ხარვეზებით მიმდინარეობს და იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია