ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გირაოს არგადახდის გამო პოლიტიკოსის ციხეში გაშვება რა შედეგს მოიტანდა, ეს ცნობილი იყო.

„პოლიტიკა არ კეთდება სიყვარულით და სიძულვილით. ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. გიყვარს, თუ არ გიყვარს, მოცემულობაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიდიდით პირველი ოპოზიციური ძალაა. უნდა შეძლო, გამონახო საერთო და ისე გადაწყვიტო ეს საკითხი. პოლიტიკოსობა ამას ნიშნავს, თუმცა, ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებთ ამდენი წელია. ეს პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, ვერაფერს მივიღებთ, ვერც მრავალპარტიულ პარლამენტს და სულ დაპირისპირება იქნება. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეებს განსხვავებული აზრის წარმოდგენა სურთ პარლამენტში”, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს.

„შარლ მიშელი ვერ გააკეთებს იმას, ოპოზიცია აიძულოს, რომ ერთმანეთთან დაჯდეს და ილაპარაკოს. მან ისედაც ბევრი გააკეთა, ორივე მხარე ერთმანეთთან დასვა და დაუდო დღის წესრიგი, რომელიც ორივე მხარის წუხილებს გამოხატავს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამაზე მოვილაპარაკოთ. კონკრეტული დოკუმენტი დევს, რომელზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს და ნაბიჯები გადადგან. დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა შედგეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა