„ფრიდომ ჰაუსი“ - საქართველოში სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა არსებით პრობლემად რჩება

საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების მიუხედავად, არსებით პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა და სასამართლო დავების განხილვის გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის პრობლემა, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2021“-შია აღნიშნული.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესული კონსტიტუციური სტრუქტურის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა პრეზიდენტი; ამის შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს მოსამართლეებს. სასამართლო თვითმმართველი ორგანო ირჩევს საბჭოს წევრთა უმეტესობას. 2018 წლის დეკემბერში საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ განაცხადა, რომ მან გამოიყენა გაუმჭვირვალე პროცესი და შეარჩია შებღალული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. იმავე თვის ბოლოს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, მისი შეფასებით „ნაჩქარევი და მიუღებელი“ პროცესის, პროტესტის ნიშნად. 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, თუმცა ოპოზიციის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ევროპის საბჭოს და სხვა ინსტიტუტების დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს მოსამართლეთა დანიშვნები და განაცხადეს, რომ კანდიდატებმა საჭირო ცოდნა ან მიუკერძოებლობა ვერ გამოავლინეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა