ბორჯომში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დედებს ოფელია გულიაშვილს, ევგენია მახარობლიძეს და ნანი მელიქიძეს ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე პირადად მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე დაღუპული გმირების დედებს ოჯახებში ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.

"აღსანიშნავია, რომ დედის დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მერიამ 96 მრავალშვილიან დედას საჩუქრად ფულადი თანხა, 150 ლარის ოდენობით გადასცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა