საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს

ფულადი გზავნილების ქართული სისტემა ინტელიექსპრესი, როგორც ევროკავშირში ლიცენზირებული ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტი (API – Authorised Payment Institution) PSD2-ის რეგულაციის ფარგლებში მოქმედებს. ინტელიექსპრესმა უკვე დანერგა რეგულაციით მონიჭებული რამდენიმე სერვისი და ევროპული სერვისები ხელმისაწვდომი გახადა ქართველი მომხმარებლებისთვის.

რა არის PSD2 რეგულაცია?

PSD2 (The Payment Services Directive2) არის ევროკავშირის დირექტივა. მიზნად ისახავს დაარეგულიროს და დანერგოს მომხმარებლებისთვის უსაფრთხო საგადახდო მომსახურება, შექმნას კონკურენტული გარემო, ხელი შეუწყოს არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს განვითარებაში, დაეხმაროს სფეროს ინოვაციური ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ევროკავშირის ბაზარზე. ახალი რეგულაცია ძალაში 2018 წლის 13 იანვრიდან - 2019 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში შევიდა და ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა ინდუსტრიაში. საშუალება მისცა არასაბანკო ორგანიზაციებს ჰქონოდათ საბანკო ინფრასტრუქტურაზე წვდომა.

რეგულაციას ადმინისტრირებას ევროკომისია უწევს.

რა უპირატესობას ანიჭებს რეგულაციების ფარგლებში მოქმედება ინტელიექსპრესს?

რეგულაციების ფარგლებში მოქმედება ინტელიექსპრესს ანიჭებს უფლებას, ევროკავშირის მასშტაბით გახსნას ფილიალები, სისტემაში ჩართოს აგენტები, სხვადასხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტები და ფულად გზავნილებთან ერთად, აწარმოოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები. მაგალითად მომხმარებლებს გაუხსნას ანგარიშები, აწარმოოს საბანკო ჩარიცხვები, მიიღოს სხვადასხვა საგადახდო დავალებები, გამოუშვას საკრედიტო და სადებეტო ბარათები, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის გადახდები. ინტელიექსპრესის აგენტ არასაფინანსო ინტიტუტებს არ სჭირდებათ დამატებითი ლიცენზიის მიღება სისტემის სერვისის მისაწოდებლად.

მოგეხსენებათ ინტელიექსპრესის სერვისით აქტიურად სარგებლობენ ემიგრანტები. ინტელიექსპრესში აღნიშნულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ხელსაყრელი სწორედ მათთვის იქნება. ემიგრანტების დიდ ნაწილს წლების განმავლობაში არ ჰქონდა საბანკო სერვისებზე წვდომა, რადგან არ ან ვერ ხდებოდნენ ადგილობრივი ბანკების მომხმარებლები. ახლა კი შეძლებენ ისარგებლონ ანალოგიური სერვისებით ინტელიექსპრესის ბაზაზე.

რა სერვისები დანერგა ინტელიექსპრესმა PSD2-ის რეგულაციის ფარგლებში?

ინტეილექსპრესი რეგულაციის იმპლემენტაციის ფარგლებში გახდა ერთიანი ევროპული საფინანსო და საგადახდო სისტემის წევრი. გაწევრიანდა DIAS და SEPA სისტემებში, პირდაპირ მიუერთდა ევროპული სახელმწიფო საგადახდო და მარეგულირებელ ონლაინ სისტემებს, რამაც შესაძლებლობა მისცა დაენერგა ევროპული ლიცენზიით მინიჭებული სერვისები.

ინტელიექსპრესმა დანერგა სწრაფი და იაფი გადარიცხვები ევროპის მასშტაბით, რაც გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, უპრეცედენტოდ სწრაფად 1 სამუშაო დღეში და ქართული ბაზრისთვის უჩვეულოდ დაბალი ტარიფებით. მომხმარებელს სერვისით სარგებლობისას აღარ უწევს დამატებითი ხარჯის გაწევა და შუამავალი ბანკით სარგებლობა. თანხის მიმღებ ევროპულ ანგარიშზე ჯდება ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელი იხდის.

რომელი სერვისების დანერგვა იგეგმება მომავალში?

ინტელიექსპრესის მომხმარებლებისათვის უკვე შესაძლებელია ევროპული IBAN ანგარიშების გახსნა. ასეთი ევროპული საგადახდო ანგარიშების გახსნას მარტის თვიდან მასიურად შევთავაზებთ ევროპაში მყოფ ემიგრანტებს და არა მარტო ემიგრანტებს. მომხმარებლები, დამატებით დღეს არსებული სერვისებისა, შეძლებენ მიიღონ სრულყოფილი საბანკო მომსახურება, იდენტური იმისა რასაც მიიღებდნენ ევროპულ ბანკში. მაგალითად შეძლებენ: თავიანთი თანხები გადარიცხონ ან მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განახორციელონ გზავნილები ნებისმიერ მათთვის სასურველ ვალუტაში, აწარმოონ ნებისმიერი ტიპის გადახდები, თავიანთი შეხედულებით განკარგონ ანგარიშზე არსებული თანხა, შეუზღუდავად, როგორც ადგილზე მისვლით, ასევე დისტანციურად. ისარგებლონ ოვერდრაფტებით და საკრედიტო და სადებეტო ბარათებით.

ასევე ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ გააჩნიათ ევროპული სრულყოფილი ანგარიში. ინტელიექსპრესში გახსნილი ანგარიშის საშუალებით შეძლებენ მიიღონ ამონაწერები და ყველა ოფიციალური და სახელმწიფო სტრუქტურისთვის ვალიდური ცნობები, რაც მათ სრულყოფილ ადაპტაციასა და ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

უახლოეს თვეებში გაეშვება ინტელიექსპრესის ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება გზავნილის განხორციელება დისტანციურად.

რა სარგებელს ნახავს ამით საქართველო და ქართველი მომხმარებელი?

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უმთავრესი სარგებელი იქნება წვდომა უფრო მეტ ევროპულ სერვისზე. იმავე ტარიფებით და იდენტური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც იღებს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე.

ინტელიექსპრესი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი საფინანსო დაწესებულებაა, რომელიც თავის მომხმარებლებს სულ უფრო მეტ ევროპულ პროდუქტს სთავაზობს და აახლოვებს ევროპელ მომხმარებელს საქართველოსთან და ქართველ მომხმარებელს ევროპასთან.

(R)

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული