ბათუმის მერიასთან, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები სამგზავრო ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

ბათუმის მერიის შენობასთან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სამგზავრო ტარიფი გაიზარდოს.

როგორც ისინი აცხადებენ, უკვე მესამე დღეა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვეტილი აქვთ.

მათი თქმით, მგზავრობისთვის დადგენილი 50 თეთრი მცირე თანხაა, რის გამოც მუშაობა არ უღირთ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საწვავი გაძვირდა და ამას ავტომობილის მოვლის ხარჯებიც ემატება.

აქციის პარალელურად, ათამდე მძღოლს ბათუმის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო