რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია დასრულდა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია დასრულდა. რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას სოლიდარობის აქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად გამართეს, სადაც მთავარი სლოგანი იყო „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს". ასევე გაკეთდა ნიკა მელის მხარდამჭერი განცხადებები და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

ოპოზიციის წევრები რუსთავის ციხესთან თბილისიდან ავტოკოლონების მსვლელობით მივიდნენ და ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის მშვიდობიანი, სოლიდარობის აქცია კიდევ გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს