აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინტერესო პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომლებიც წელსაც გრძელდება. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ახალი ტურისტული პროდუქტი ჩირუხში, ხიხანზე ასასვლელი ბილიკი და ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში.

წელს, რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის სტიმულირებასა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მედია საშუალებებში რეგიონის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებაზე გაკეთდება. სერვისის მიმართულებით მთავარი აქცენტი კი ისევ კოვიდსტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე გაკეთდება. გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება საინტერესო პროექტები გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდასაჭერად, მათ შორის ტრენინგები და ინფოტურები მთიანიაჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა