სოფელ ჯუგაანში ხანძარი გაჩნდა

სოფელ ჯუგაანში ხანძარი გაჩნდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალბარდს მოედო და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე განმარტებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.