სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას

სომხეთში მიმდინარე პროცესებსა და იმაზე, სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება მოვლენები მეზობელ ქვეყანაში, “ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, სომხეთში პრემიერ ფაშინიანინს წინააღმდეგ ოპოზიცია გააქტიურდა, ხელისუფლებამ მათ საკუთარი მომხრეების შეკრებით უპასუხა. ფაქტია, რომ ახლა სომხეთში პოლიტიკური ბატალიების ადგილად ქუჩაა ქცეული.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სომხეთის შიდა პოლიტიკაში ხდება?

- ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ომს აგებს, შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში გართულებები გარდაუვალია. ყარაბღის ომში დამარცხებამდეც სომხეთში საერთო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი საკმაოდ მძიმე იყო.

ამის მიზეზი კი პანდემია გახლდათ, რომლის პირობებში ეკონომიკასაც გაუჭირდა და შესაბამისად, ხალხსაც. კოვიდის პირობებში ხალხი ნაკლებად ურთიერთობდა ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პანდემია იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ შიდა პოლიტიკაში ბრძოლა გამწვავდა.

გასულ წელს სომხეთში პანდემიის გამო ხელისუფლებამ ცუდად იმუშავა, რის გამოც საკმაოდ ბევრი აქცია გაიმართა. ყველაფერ ამას დაემატა ომის შედეგები. ამით აიხსნება ის, თუ რატომაა ახლა სომხეთში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარება.

კოვიდთან წარუმატებელი ბრძოლისა და ყარაბაღის ომში მარცხის გამო წინა ხელისუფლებას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჩათვალეს. მანამდე წინა ხელისუფლებას არჩევნების გზით ხელისუფლების დაბრუნების არანაირი შანსები არ ჰქონდა. ამიტომ ისინი უფრო აგრესიულები გახდნენ, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდნენ.

კოვიდთან წარუმატებელი ბრძოლისა და ყარაბაღის ომში მარცხის გამო წინა ხელისუფლებას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჩათვალეს. მანამდე წინა ხელისუფლებას არჩევნების გზით ხელისუფლების დაბრუნების არანაირი შანსები არ ჰქონდა. ამიტომ ისინი უფრო აგრესიულები გახდნენ, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდნენ

იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხელისუფლებას უდიდესი საინფორმაციო რესურსები აქვს, ისინი სომხეთის ტელესივრცეში დომინირებენ, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შედეგი მისცა. მიუხედავად ამისა, მათ მიტინგებზე მაქსიმუმ 4-5 ათასი ადამიანი იკრიბება.

ვითარების განსამუხტად ფაშინიანი იძულებული იყო თავისი მომხრეების ორი მიტინგი გაემართა. პირველ მიტინგზე 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მეორე მიტიგს კი 20 ათასზე მეტი. ამით ფაშინიანმა ოპონენტებს აჩვენა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.

ვითარება იმის გამოა სახიფათო, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან და ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. მე როცა ყოფილებს ვახსენებ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მყავს „რესპუბლიკური პარტია“, ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ და ის ძალები რომლებიც მათ ირგვლივ არიან შეკრებილი.

საინტერესო ისაა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებში საკმაოდ მკაფიოდ ჩანან ანტიდასავლური ძალები, სოროსისა და ბილ გეიტსის, ლიბერალების და გლობალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად შემართული ადამიანები. ისინი არ ერიდებიან სხვების ოფისებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს. სხვათა შორის, მათ შორის არიან ადამიანები, ვინც აცხადებს, რომ სომხეთი სეკულარული სახელმწიფო კი არ უნდა იყოს, არამედ ყველაფერში ეკლესია უნდა დომინირებდეს.

ოპოზიციის მხარდამჭერებში საკმაოდ მკაფიოდ ჩანან ანტიდასავლური ძალები, სოროსისა და ბილ გეიტსის, ლიბერალების და გლობალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად შემართული ადამიანები. ისინი არ ერიდებიან სხვების ოფისებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს. სხვათა შორის, მათ შორის არიან ადამიანები, ვინც აცხადებს, რომ სომხეთი სეკულარული სახელმწიფო კი არ უნდა იყოს, არამედ ყველაფერში ეკლესია უნდა დომინირებდეს

არიან ძალები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ძალა უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების გასაშვებად. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენთან სასამართლოს რეფორმა არ ჩატარებულა, მოსამართლეები სახლში უშვებენ იმ ადამაინებს, ვინც ოპონენტების ოფისებსა და მესამე სექტორის ოფისებს ესხმის თავს და არც ოპონენტებად მიჩნეულ მოქალაქეებთან ქუჩაში დაპირისპირებასაც არ ერიდებიან.

- ნებისმიერი ქვეყნისთვის პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა დიდი გამოწვევა და საფრთხეა. რამდენად სახიფათოა დაპირისპირებული მხარეების ქუჩაში ამგვარი აქტიურობა?

- ძალიან სახიფათოა. ვითარება ძალიან სახიფათო იყო მანამდე, სანამ ფაშინიანმა 1 მარტს მხარდამჭერების 20-ათასიანი მიტინგი არ გამართა. ამ მიტინგში მონაწილეთა რაოდენობა ყველაზე მოკრძალებული შეფასებით იყო 20 ათასი, თუმცა ამბობენ, რომ მათი რაოდენობა 30 ათასზე მეტიც კი იყო. ამ მიტინგის შემდეგ დაძაბულობა ცოტა შემცირდა.

ვითარება იმან დაძაბა, რომ ჩვენმა გენერლებმა, - 40-ზე მეტმა ადამიანმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის მეთაურობით ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

ფაშინიანის მხარდამჭერების მიტინგმა სამხედრო გადატრიალების შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ მიტინგის შემდეგ შედარებით მშვიდი ვითარებაა. სამხედროები მიხვდენ, რომ ყაზარმებიდან ვერ გამოვიდოდნენ.

ფაშინიანის მხარდამჭერების მიტინგმა სამხედრო გადატრიალების შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ მიტინგის შემდეგ შედარებით მშვიდი ვითარებაა. სამხედროები მიხვდნენ, რომ ყაზარმებიდან ვერ გამოვიდოდნენ

იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ქუჩების გადაკეტვას ცდილობს, ხალხი მაინც დაძაბულია, რადგან ოპოზიციის მხარდამჭერები ახლა ინდივიდუალურად მოქმედებენ.

- ახლა ბევრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ სამხედროებს განათლება რუსეთში აქვთ მიღებული, არ გამოცხავენ, რომ ამ პროცესების უკან მოსკოვის ხელი ურევია.

რამდენად ჩანს, რომ სომხეთის საშინაო საქმეებში კრემლის ხელი ურევია?

- რა თქმა უნდა, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში რაც ხდება. საინტერესო ისაა, რომ მოსკოვიდან სხვადასხვა გზავნილები ისმის. რუსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული, ღიად უჭერენ მხარს სამხედროებს და მოუწოდებენ მათ ფაშინიანის ხელისუფლების დამხობისაკენ. სხვათა შორის, ისინი საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან.

ოფიციალური მოსკოვი, რა თქმა უნდა, თამაშობს. პირდაპირ ჩარევის უფლებას თავს არ აძლევს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მოსკოვს ვითარებაზე აქვს გავლენა. მოსკოვს აწყობს სომხეთში დაძაბულობა რომ იყოს. რატომ?

რუსეთს იმიტომ აწყობს სომხეთში დაძაბულობა, რომ ომის დროს რუსეთი სომხეთს არ დახმარებია. რუსული იარაღი ბევრად ცუდი აღმოჩნდა ისრაელისა და თურქეთისაზე. ახლა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია სომხური საზოგადოების ყურადღება არ იყოს კონცენტრირებული ყარაბაღზე. რუსეთი სომხეთს არა მარტო ომის დროს არ დახმარებია, ახლაც ეხმარება აზერბაიჯანს ყარაბაღის სომხეთისაგან ჩამოშორებაში. საუბარია არა ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე, არამედ საკუთრივ ყარაბაღზე.

ახლა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, სომხური საზოგადოების ყურადღება არ იყოს კონცენტრირებული ყარაბაღზე. რუსეთი სომხეთს არა მარტო ომის დროს არ დახმარებია, ახლაც ეხმარება აზერბაიჯანს ყარაბაღის სომხეთისაგან ჩამოშორებაში. საუბარია არა ყარაბაღის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებზე, არამედ საკუთრივ ყარაბაღზე

იმისთვის, რომ სომხური საზოგადოების ყურადღება ყარაბაღის თემაზე არ იყოს კონცენტრირებული, მოსკოვი სომხეთის აბობოქრებულ საშინაო პოლიტიკაში შეშის მიყრითაა დაკავებული. ცხადია, რომ რუსეთს აწყობს ფაშინიანის ხელისუფლებიდან წასვლა და სომხეთის ხელისუფლებაში ჰყავდეს მარიონეტები.

მაგრამ, მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ სომეხი გენერლები მოსკოვის პირდაპირი მითითებით მოქმედებენ.

როგორადაც არ უნდა იყოს, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსეთში მცხოვრები სომხური წარმოშობის ცნობილი ადამიანების აქტიურობა და მოწოდებები სომხურ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ უფრო რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს.

- ქართველი ექსპერტების აზრით, თუ ფაშინიანის ხელისუფლება დაემხობა, შემდეგ საქართველოზე რუსეთის ზეწოლა გაიზრდება. მეტიც, მათივე აზრით, ის, რაც ახლა სომხეთში ხდება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დაბრუნების გეგმის ნაწილია.

თქვენც ასე ფიქრობთ?

- სომხეთში და საქართველოში უნდა გვესმოდეს სხვადასხვა მიზეზების გამო თუ რატომ არ დაეხმარა მოსკოვი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. გასაგებია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები ხდება, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს თურქეთთან, ორივეს ამბიციები აქვთ რეგიონში. ეს ყველაფერი გასაგებია.

მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთი სომხეთს იმიტომ არ ეხმარება, რომ სომხეთში დემოკრატიაა. თავისი ნაკლოვანებებით, მაგრამ მაინც დემოკრატიაა. რუსეთის უმაღლეს დონეზე გულწრფელად ამბობენ, რომ ამგვარი დემოკრატიების არსებობა რუსეთს არ აწყობს და მათ წინააღმდეგ უხეშადაც იბრძოლებს.

რუსეთი სომხეთს იმიტომ არ ეხმარება, რომ სომხეთში დემოკრატიაა. თავისი ნაკლოვანებებით, მაგრამ მაინც დემოკრატიაა. რუსეთის უმაღლეს დონეზე გულწრფელად ამბობენ, რომ ამგვარი დემოკრატიების არსებობა რუსეთს არ აწყობს და მათ წინააღმდეგ უხეშადაც იბრძოლებს

რუსეთმა აზერბაიჯანსა და თურქეთს იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ამ ქვეყნებში აშკარად ავტორიტარული რეჟიმებია. კრემლის მიზანი იყო ორი ავტორიტარული რეჟიმის საშუალებით გაენადგურებინათ რბილი და ნახევრად დემოკრატიული სომხური დემოკრატია. თუ სომხეთში ასე გაგრძელდა. მოსკოვი შეეცდება შემდეგი ხელით საქართველოსაც მისწვდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს თუ როგორ განვითარდა სულ ცოტა ხნის წინ მოვლენები მოლდოვაში. ეს აშფოთებს რუსეთს და ამიტომ ცდილობს ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი თავისი ახალი საგარეო პოლიტიკის სრულად გატარებას შეუდგება, მანამდე მაქსიმალურად დაასუსტოს დემოკრატიები სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამიტომაცაა რომ რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას.

ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი თავისი ახალი საგარეო პოლიტიკის სრულად გატარებას შეუდგება, მანამდე რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება დაასუსტოს დემოკრატიები სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამიტომაცაა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას ჩქარობს

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორი სცენარით განვითარდება პროცესები სომხეთში და როგორი იქნება მისი საბოლოო შედეგი?

- ფაშინიანსა და მის გუნდს აქტიური მუშაობისაკენ მოვუწოდებ. მე გავაკრიტიკე რადიკალური, პრორუსული, ანტიდასავლური ოპოზიცია, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ იმუშავებს ხელისუფლება. ხშირად ხელისუფლება პასიურობს და ნელა აკეთებს საქმეს. აშკარაა, რომ ფაშინიანის გუნდი სუსტია.

თუ ხელისუფლებამ უმოქმედობის რეჟიმში გააგრძელა საქმიანობა, იქნება საშიშროება რომ სომხეთში ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო აქტიური იქნება. ასეთ შემთხვევაში სომხეთში სერიოზული და არასასურველი ძვრები გამორიცხული არ იქნება

თუ ისინი კარგად იმუშავებენ, მაგალითად, დანიშნავენ არჩევნებს, მანამდე ცვლილებებს შეიტანენ კონსტიტუციაში, გააგრძელებენ კორუფციასთან ნამდვილ ბრძოლას, რასაც რევოლუციის შემდეგ ხალხი ხელისუფლებისგან ელოდა, საზოგადოება დაწყნარდება.

თუ ხელისუფლებამ უმოქმედობის რეჟიმში გააგრძელა საქმიანობა, იქმნება საშიშროება, რომ სომხეთში ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო აქტიური იქნება. ასეთ შემთხვევაში სომხეთში სერიოზული და არასასურველი ძვრები გამორიცხული არ იქნება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს