ანა დოლიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ბრიუსელში მშობლებთან ერთად დაიბარეს - ზოგს საშემოდგომო გამოჰყვება, ზოგი კი ჩარჩება

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ბრიუსელში მშობლებთან ერთად დაიბარეს, ზოგს საშემოდგომო გამოჰყვება და ზოგიც ჩარჩება, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ანა დოლიძემ „პალიტარნიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ საქართველო ევროკავშირის ორბიტაზეა, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთში მოსალაპარაკებლად დასავლელი მედიატორი არ უნდა სჭირდებოდეს.

„ზოგადად, როგორც საქართველოს მოქალაქე კვლავ არ ვარ კმაყოფილი, რადგან პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთთან რომ ვისაუბროთ, დასავლელი მედიატორი გვჭირდება. აქ მე ხუმრობით ვთქვი, რომ მშობლებთან ერთად დაიბარეს ბრიუსელში ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ზოგს საშემოდგომო გამოჰყვება და ზოგიც ჩარჩება. კარგია, რომ ჩვენ ევროკავშირის ორბიტაში ვართ. ბოლო დროს რაც ჩვენ ვნახეთ, იმავე ნიკა მელიას დაკავება, დავინახეთ, რომ სასამართლო ეპიცენტრია ჩვენი ქვეყნის განვითარების და ამავე დროს, მთავარი მუხრუჭი. ჩვენ თუ შევხედავთ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს, რა იყო მათი მთავარი ამოსავალი წერტილი?! სამართლიანობის აღდგენა! ხოლო, სამართლიანობის აღდგენა, სასამართლოს გარეშე არ ხდება“, - განაცხადა დოლიძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს