ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორის "ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, თითქმის 100-წლიანი ისტორიის შენობა ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შეიძენს.

„ე.წ. ტრესტი სხვადასხვა მიმართულებით დაიტვირთება, მათ შორის, ის გააერთიანებს: სამუზეუმო სივრცეებს, მათ შორის მხარეთმცოდნეობის, ისტორიისა და ფოტოგრაფიის მუზეუმებს; ფოტოგრაფიის სკოლას; ტრენინგ, საგამოფენო და საბიბლიოთეკო სივრცეებს; პროფესიულ სასწავლო ცენტრ - „ჯმ აკადემიას“; ახალგაზრდული სკაუტების ცენტრს; რომელიც ჭიათურის ახალგაზრდებისათვის პერმანენტულად განახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს; ტურისტული მიმართულების სივრცეს, მათ შორის, გიდების მოსამზადებელ ცენტრს; ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს, სადაც სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ, შერჩეულ პროექტებს და გამარჯვებულს კი კომპანია ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე დაესწრნენ. მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივა დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მულტიფუნქციური ცენტრის პროექტებს მხარს დაუჭერენ.

ცნობისათვის, კომპანიამ შენობას სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად კი, მისი რეაბილიტირებული ნაწილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა