ოზურგეთში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ოზურგეთში, სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. არსებული. ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და 1000 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს