ვახტანგ გომელაური - ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მან დეპუტატების კითხვის პასუხად ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი და წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში, “მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც - ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის - ეს არის ამერიკული სტანდარტი! მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ... აბა წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ისაუბრებს, კონკრეტულად რა ოპერატიული ღონისძიებები ტარდება და ესებუას ვერ მიაწვდის ინფორმაციას, მისგან ახლოს არის თუ არა.

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია. მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, იყოს დაკავებული და უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო