ვახტანგ გომელაური - 13 წლის ბავშვის თემა უმძიმესია - რატომღაც ყველა კითხულობს, სად იყო პოლიცია? - ყველას ბრალია: თქვენი, ჩვენი, ჩემი

13 წლის ბავშვის თემა უმძიმესია. რატომღაც ყველა კითხულობს, სად იყო პოლიცია? მე არ ვირიდებ თავს, მაგრამ ყველას ბრალია: თქვენი, ჩვენი, ჩემი ბრალიცაა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

გომელაურის თქმით, არასრულწლოვნებზე ძალადობის საკითხი საზოგადოების პრობლემაცაა.

„რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ, რა მოხდა. ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავდა? ეს საზოგადოების პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. იგივე იყო 14 წლის ბავშვზე, ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და გამოძიება მიდის კიდევ და თუ ვინმე გამოიკვეთება, დავაკავებთ.

გახმაურებული არის ერთი ორი შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი შემთხვევაა. ამაზე ცოტა შეფერხება გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე, თორემ ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დადიოდნენ და სკოლებში მოზარდებს აცნობდნენ თავიანთ უფლებებს. ასევე, ხვდებოდნენ მშობლებს, უკითხავდნენ ლექციებს. ასევეა ოჯახში ძალადობაზეც. ძალიან მძიმე და რთული თემაა. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. მე არ ვირიდებ პასუხისმგებლობას. მეც მყავს შვილები, ყველას გვყავს შვილები და ურთულესი თემაა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ასევე გაზრდილია მიმართვიანობა ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„მომართვიანობა გაზრდილია, შარშან თუ იყო 400 მომართვიანობა დღეს 500-ია. ხშირია შემთხვევა, როცა მეზობელი 112-ში რეკავს, ხმაურიაო. მივდივართ, ბავშვია ნაცემი, მეუღლეა ნაცემი, იშვიათად, თუმცა ქმარიც დაგვეხვედრია ნაცემი. შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ყოფილა ასეთი თემა, რომ ქმარიც ყოფილა ნაცემი. ცოლმა ჩამარტყაო, თავგატეხილი დაგვხვედრია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ვიწყებთ გამოძიებას. ყოფილა ბევრი თემა, რომ დედა ყოფილა ნაცემი შვილის მხრიდან და რომ ვეკითხებით, რატომ არ დარეკეთ? პოლიციელებს ეუბნებიან, შვილს ხომ არ დავაჭერინებთო. მეზობლის დარეკილზე მივსულვართ და ნაცემი დედა დაგვხვედრია. დიდი უბედურებაა ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ქართველი კაცისთვის მითუმეტეს. ასეთი შემთხვევები ბევრია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, ალბათ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს. ის მეზობელიც უნდა ჩაერთოს, ძმაც, დედაც და შვილიც, არ უნდა იყოს სირცხვილი პოლიციას რომ შეატყობინონ. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება“, - განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა