საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებთან შეხვედრა გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი 2008 წლის ომის შედეგად დაზარებულ სოფლებში მცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ფონდი „ტასოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალები თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემები განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მე ყოველთვის მზად ვარ და მირჩევნია ადგილზე არსებული მდგომარეობისა თუ საჭირო პროექტების შესახებ ადგილობრივებისგან მოვისმინო. მათ უკეთესად იცინ, რა სჭირდებათ, რა შეუმსუბუქებთ ყოფა -ცხოვრებას, განსაკუთრებით ქალბატონებს. მიხარია, რომ ასე აქტიურად არიან ჩართულები საკუთარი სოფლების საჭიროებების განსაზღვრაში. ქალბატონების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ყოველთვის სწორ აქცენტებს აკეთებენ. მივინიშნე ყველა ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ და ყველანაირად ვეცდები მოვაგვარო. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ძალიან ბევრი რამ კეთდება, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს აქ მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შუწყოს ხელი და დაეხმაროს, ჩვენი მხრიდანაც, ასეთი მიდგომაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.