ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

ეუთო/ოდირი ხელისუფლებას 8 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს: „შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, იმისთვის რომ ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის ფარგლებში; შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის აღსაკვეთად; საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამჭვირვალობისა და ნდობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისად გამოძიების მიზნით; უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების ჩარჩო პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები ირღვევა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის; იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საარჩევნო დავის მოგვარებისადმი გამჭვირვალეობა და ნდობა, ყველა საარჩევნო დავა კომისიამ უნდა განიხილოს კოლეგიურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო დავების ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოების და მათი ოფიციალური პირების ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას; არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვაში გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს შედეგების ხელახალი გადათვლისა და გაუქმებისთვის მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები. საოლქო საარჩევნო კომისიები საკმარისად დაკომპლექტებული და მომზადებული უნდა იყვნენ საჩივრების ეფექტურად განხილვისა და ყველა დარღვევის საფუძვლიანი გამოძიების ჩასატარებლად; უნდა გადაიხედოს უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა რათა ყველა კონკურენტი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

ეუთო/ოდირის ანგარიშში წარმოდგენილი სხვა რეკომენდაციების თანახმად:

საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის პროცესმა ხმის თანასწორობა და ეროვნული უმცირესობების ხმის დაცვა უნდა უზრუნველყოს, ოდირი-ს წინა რეკომენდაციების, საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესაბამისად; საოლქო საარჩევნო კომისიების სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათი წევრების თანამდებობაზე ყოფნა არჩევნების დღემდე გონივრულად დიდ პერიოდში თვითნებური ჩანაცვლებისგან უკეთ უნდა იყოს დაცული; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს მნიშვნელოვანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალის დაქირავების პროცედურა და კრიტერიუმები შეიძლება კიდევ დამუშავდეს უფრო ღია და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად; ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მცდელობები ხელსაყრელი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად და კიდევ უფრო შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესთან წვდომას; პირებს, რომლებსაც სასამართლო ცნობს ქმედუუნაროდ ინტელექტუალური ან ფსიქოსოციალური შეზღუდულობის გამო, ასევე მათ, ვინც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ, ხმის მიცემის უფლება უნდა მიეცეთ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შეიძლება განხილულ იქნას უსაფრთხო მექანიზმის შემოღება, რაც ამომრჩეველს, რომელიც ოფიციალური რეგისტრაციის მისამართზე არ იმყოფება, ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს; მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ან მოიხსნას კანდიდატების ბინადრობის მოთხოვნა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას პარტიების და კანდიდატების რეგისტრაციის სამართლებრივი ვადების შეცვლა; უნდა განმტკიცდეს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მიზნით. მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული მაღალი დონის თანამდებობის პირების, მათ შორის მერების მიერ საარჩევნო კამპანიის ჩატარება; გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად, პარტიებმა შეიძლება გააძლიერონ შიდაპარტიული პოლიტიკა, ქალების მონაწილეობის წახალისების მიზნით, მათ შორის ქალ კანდიდატთა რაოდენობის გაზრდა მაჟორიტარ კანდიდატებს შორის; კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და მეთვალყურეობის ასამაღლებლად, კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს ადრე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად და ოდირი-ს და გრეკო-ს რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მათ შორის მესამე მხარის საქმიანობის რეგულირების შესახებ; პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი პირობების შექმნის მიზნით, კამპანიის დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩოს გადახედვა შეიძლება მოხდეს შემოწირულობებისა და ხარჯების შეზღუდვების დასაწესებლად, კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად; შეიძლება განხილულ იქნას შუალედურ ანგარიშებზე დასკვნების სწრაფი გამოქვეყნება არჩევნების დღემდე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს დროული და არსებითი ინფორმაცია ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სისტემატურად უნდა დაადგინოს წესებისა და ვალდებულებების ყველა ტექნიკური დარღვევა. შესაძლებელია დამატებითი საკანონმდებლო ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კამპანიის შემოწირულობა და ხარჯები, მათ შორის მესამე მხარისა და ინტერნეტის საშუალებით, დროულად იქნას გამოქვეყნებული და გამოძიებული.

ყველა დარღვევისთვის დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს პროპორციული და გადამწყვეტი სანქციები; შეიძლება განხილულ იქნას ყველა მომავალი არჩევნისთვის რეგიონალურ და ადგილობრივ მაუწყებლებში უფასო საეთერო დროის გამოყოფის ზუსტი პროცედურის მოთხოვნების გაფართოება; ყველა საჩივრის წარდგენისა და განხილვის იურიდიული ვადები, არჩევნების შემდგომი დღის ჩათვლით, უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დრო საქმეების ეფექტურად მოსამზადებლად და განხილვისთვის და, ამავდროულად, უზრუნველყოფილ იქნას სათანადო დაჩქარებული გადაწყვეტა; საარჩევნო კომისიებმა თავი უნდა შეიკავონ საჩივრის დასაშვებობის შესახებ წესების ზედმეტად მკაცრი გამოყენებისგან, რათა უზრუნველყონ ყველა საჩივრის არსებითი განხილვა. ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება განიხილოს საარჩევნო კომისიებისათვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შექმნა; სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების უზრუნველყოფისთვის, საარჩევნო კომისიებმა სათანადოდ უნდა განიხილონ ყველა საჩივარი, გაითვალისწინონ საფუძვლიანი გამოძიების გზით შეგროვებული ფაქტები და გამოიყენონ კანონის გონივრული ინტერპრეტაცია; საარჩევნო კანდიდატებმა შესაძლოა განიხილონ თავიანთ საარჩევნო პლატფორმებში ინკლუზიური დღის წესრიგის ჩართვა და გააუმჯობესონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა კანდიდატების სიებში, არჩევით თანამდებობებზე; საარჩევნო უბნებზე მოწესრიგებული უნდა იყოს ვიდეოკამერების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაშინების ნებისმიერი ეფექტი და ამომრჩეველზე კონტროლის რისკი ან გავლენის მოხდენა. საარჩევნო უბნების გარშემო კანონიერად დადგენილი პერიმეტრი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი აგიტაციისგან და კანდიდატის წარმომადგენლებისგან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემა ზეწოლისა და ზედმეტი გავლენის გარეშე შეძლოს; მოქალაქეებზე დაკვირვების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა და მოქალაქეთა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ პარტიული და არაპარტიული დაკვირვების გამიჯვნას; საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება განიხილოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სარეზერვო ფონდის შექმნა თითოეულ ოლქში, რათა უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეუფერხებლად ჩანაცვლება და ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების პროფესიონალური ჩატარება.

იხილეთ ვიდეო:ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართავს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო