გიორგი ვაშაძე - თუ ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს, აბა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!

თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ საღამოს მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ.

მის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა.

„გადაცემა დღეს საღამოს არის, მოდით, დეტალურად მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, შინაარსი შემაძწუნებელი და შოკისმომგვრელია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ყველაფერი უნდა დაადგინოს, ჩანაწერის ავთენტურობა. ამ შემთხვევაში, რადგან საქართველოში ნდობა არაფერს აქვს, უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ექსპერტიზა, იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები. თუ ეს ეს ფაქტი დადასტურდა უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მე, როგორც ვუყურებ, აქ, ძალიან სერიოზულ შინაარსზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მის თქმით, ფარული ჩანაწერების გამოყენების პრაქტიკა სამწუხაროა.

„ამას „ქართული ოცნება“ ხომ ყოველთვის აკეთებს. Youtube-ში შედით, სადაც ჩემი ჩანაწერი დევს, გიორგი ვაშაძე აკრიფეთ. ყველაზე მეტი ნახვა აქვს ჩემს ვითომ ე.წ ჩანაწერს, რომელიც გამოაქვეყნეს.Youtube-ში ჰაერიდან კი არ ატვირთეს. სპეცსამსახურები ამას აკეთებენ, ეტყობა, რომ ჩემი ჩანაწერი ხმის სინქრონიზატორითაა გაკეთებული. ამან დიდი სკანდალი ვერ გამოიწვია, თან შინაარსიც განსაკუთრებული არ იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, როდესაც ჩანაწერები არსებობს, მას სჭირდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ საიდან არის და ვინ ჩაიწერა.

„ მაგრამ თუ დასტურდება შინაარსის დანაშაულის შემადგენელობა, ამ შინაარსაზე საქმე უნდა აღიძრს. სამწუხაროდ, ყველა ჩანაწერის წყარო არის სუს-ი, მეტი არავის აქვს ამ ქვეყანაში ჩაწერის შესაძლებლობა. სხვა წყარო ამის ვერ იქნება. თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს