ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში, 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

„ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველსაყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულდების ეტაპზეა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს