ქარელის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აღნიშნავენ, საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

„მიმდინარე სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა დუგლაძემ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ მოინახულეს.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს“,-აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო