გორში  დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს, ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, გარდა ქარელისა, საქართველოს მასშტაბით დევნილთა დასახლებებში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება.

„18 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება. პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია დევნილთა დასახლებებში არსებული საჭიროებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო