საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 მარტის სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვის პროცესი კომიტეტებში დაიწყება.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: - შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი.

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები შემდეგ სიახლეს ითვალისწინებს:

საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი იზრდება. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე - ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, პრინციპით - ერთი პარტია ერთი წევრი. ამასთან, ცესკოსა და საოლქო კომისიებში წევრებს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ: - თუ პარტიას პარლამენტის წევრის მანდატი მიეკუთვნა და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

კანონპროექტით, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა ინერგება.

იკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხუთ-ხუთი უბანი გამოვლინდება, რომელიც გადაითვლება. ინიციატორთა განმარტებით, საერთო ჯამში არჩევნებზე 365 უბანი გადაითვლება, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10% წარმოადგენს.

იზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები. შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა.

ასევე, შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.

აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალება.

იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო