ქუთაისის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენოსან და ამაგდარ პედაგოგებს შეხვდნენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღირსების ორდენოსან და ამაგდარ პედაგოგებს შეხვდნენ.

"სიმბოლურია, რომ ქალთა დღის მისალოცად სწორედ ჩვენი ღირსეული პედაგოგები შევარჩიეთ. უმნიშვნელოვანესია მათი როლი მომავალი თაობების განვითარებასა და მათთვის სწორი, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. 8 მარტი მივულოცეთ ამაგდარ და ღირსების ორდენოსან მასწავლებლებს, განათლების სისტემის და ჩვენი ქალაქის პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ.

"კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა ქალბატონს! ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ, სიკეთით და სიყვარულით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამაგდარი და ღირსების ორდენოსანი პედაგოგები ქუთაისის მერიამ ფინანსურადაც დაასაჩუქრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა