ამბროლაურში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისმერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ამბროლაურში მცხოვრებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

“ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 8 მარტს! გისურვებთ წარმატებულ ცხოვრებას. ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა, გაზაფხული კი სილამაზის, ახალი სიცოცხლისა და სიხარულის მომტანი თვე. თქვენი ყოველი დღე ყოფილიყოს იმედითა და სიამაყით სავსე! საქართველოს ისტორიის მანძილზე არაერთი ქალი არსებობდა, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში. გისურვებთ, რომ თქვენი ღვაწლი ყოველთვის სათანადოდ იყოს დაფასებული“,-აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ამბროლაურის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სავაჭრო ცენტრების, აფთიაქების თანამშრომლებსა და ქალაქის ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს ,,ქალთა საერთაშორისო დღე" სიმბოლურად თაიგულებით მიულოცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა