ჭიათურის მერმა 100 წლის ნატა შეყლაშვილს იუბილე და 8 მარტი ერთად მიულოცა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნატა შეყლაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. ჭიათურის მერიის ინფორმაციით, უხუცესი ქალბატონი 1921 წლის 8 მარტს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში დაიბადა.

საიუბილეო თარიღი მას დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიულოცა.

„საუკუნის იუბილეს და ქალთა დღეს ვულოცავ ქალბატონ ნატას. ჯანმრთელობას და თავისი დიდი ოჯახის დღეგრძელობას ვუსურვებ. ბედნიერებაა, რომ გვყვანან ასეთი ხანდაზმული და ძვირფასი ადამიანები", - განაცხადა ჭიათურის მერმა.

„ნატა შეყლაშვილი 40 წლის განმავლობაში ჭიათურის კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა. ჰყავს 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 12 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა