Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და Mastercard-ის ხელშეწყობით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტურიზმით დაინტერესებულთათვის ყოველთვიური ვებინარები „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“დაიწყო.

პირველი ვებინარის პანელისტი საერთაშორისო ექსპერტი Chiara Caiati იყო, რომელმაც Mastercard-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილი სტატისტიკური პლატფორმის გამოყენებით მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.

2020 წლის სექტემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Mastercard და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ერთად შესთავაზებენ ტურისტებს Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმას. რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, 360 გრადუსიან ხედვას თანამედროვე მოგზაურობაზე, როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდგომ პერიოდში. Mastercard Tourism Insight ერთ მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის და აგრეგირებული შესყიდვების ტენდენციებს.

გარდა ამისა, კომპანია შეეცდება ხელი შეუწყოს გადახდის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, Mastercard-ის პარტნიორ ბანკებსა და ბიზნესებში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. Mastercard–ის უნიკალურ მიდგომები ხარჯვის ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა დონეზე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს აღდგენას, რომელიც ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.

ვებინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა გაანალიზა საქართველოს ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული საკითხები მათ შორის: ავიამიმოსვლა, ვიზიტორების დანახარჯები და მათი ქცევითი ასპექტები, კმაყოფილობის მაჩვენებლები, ფასები და სხვ. ანალიზის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ კი საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა