ცოტნე ანანიძემ ქობულეთში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი მიულოცა

ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძემ ქობულეთში მცხოვრებ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე სასწრაფო დახმარების ექიმებს, პედაგოგებსა და სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს მიულოცეს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში მცხოვრები - 102 წლის ფატი მანელიშვილი, პროფესიით პედაგოგია. ის წლების განმავლობაში მომავალ თაობებს უზრდიდა მშობლიურ აჭარას, სრულიად საქართველოს.

მხცოვან მასწავლებელს 8 მარტს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე სასწრაფო დახმარების ექიმებს, პედაგოგებსა და სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს მიულოცეს და გაზაფხულის უმშვენიერესი დღე ყვავილებითა და საჩუქრებით გაულამაზეს”, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა