გუბერნატორის განცხადებით, მარტვილის ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრის დროს აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარტვილის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა.

"მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი იყო შეკრებილი. მათ კითხვები ჰქონდათ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა