ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი წუხელ გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს. როგორც მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ განაცხადა, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას.

მისივე თქმით, მარტვილიდან კატასტროფის სამსახურმა მათ კლინიკაში გუშინ 2 პაციენტი შეიყვანა.ექიმის განმარტებით, ერთს ჰქონდა წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, მეორე პაციენტს - წვივის მოტეხილობა. " ამ პაციენტმა თვითონ განაცხადა მომსახურებაზე უარი და გაეწერა", - განაცხადა ლევანი ქობალიამ.

ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

იხილეთ ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო