აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ყველა მუნიციპალიტეტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ყველა მუნიციპალიტეტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ყველა მუნიციპალიტეტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, მსვლელობა ქობულეთიდან იწყება და ხულოს მუნიციპალიტეტში აქციით დასრულდება. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნაა, ნიკა მელიამ დროულად დატოვოს საპატიმრო.

ბონდო თედორაძის თქმით, საქართველო სხვა რეგიონების მსგავსად აჭარაშიც დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

„ჩვენ გადავდეთ 13 მარტს დაანონსებული აქცია, პატივი ვეცით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელი არ შეგვეშალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მოდუნდა. ჩვენ ვიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით, რათა ყველას მოვუხმოთ 20 მარტს დედაქალაქისკენ“, - აცხადებს ბონდო თედორაძე.