წყალმომარაგების კომპანია - დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

წყალმომარაგების კომპანია დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი ახალი ჭაბურღილი, სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას. გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი.

,,სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კორპუსების შიდა გაყვანილობების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების შედეგად დაბა ხარაგაულში მცხოვრები 4 000-მდე ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარამდე მოხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა