არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი, აღჭურვილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, საჭირო ინვენტარითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს

მათივე ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

„მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გავეცანი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბაღების გაერთიანებას, პანდემიის პერიოდში, ონლაინ რეჟიმში ვიდეო აქტივობების მომზადებისთვის, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით აღსაზრდელებისთვის ხორციელდებოდა. ჩვენ, ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი, აღვჭურვეთ შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, საჭირო ინვენტარითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე, საბავშვო ბაღების პერსონალს რეგულარულად უტარდება ტესტირება და განხორციელდება მონიტორინგი. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა