აჭარის მთავრობის სახლთან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მათ ბათუმში ბინები გადასცეს, თუმცა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაუსრულებელია.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ფინანსური საშუალება არა აქვთ, რომ აღნიშნული ბინების რემონტო უზრუნველყონ, რის გამოც აჭარის მთავრობას მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომკის სამინისტროში შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა სოფელ წაბლანის მოსახლეობა შეხვედრით უკმაყოფილოა.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს