მეზობლების ინფორმაციით, 8 თვის ბავშვს, რომელიც მშობლებს შორის კონფლიქტისას გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა

მეზობლების განცხადებით, 8 თვის ბავშვს, რომელიც გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა.

როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან და მათ შვილები პირველი ქორწინებიდანაც ჰყავთ.

მათი განმარტებით, მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ცოლს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ალბათ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც გაუკეთდა. კაცს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. ის ცოლის განცხადების საფუძველზე დააკავეს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცმა არა მხოლოდ ცოლს, არამედ ბავშვებსაც სცემა, რომელიც მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

„ოჯახში ბავშვებს და მეუღლეს სცემა. დალურჯებულები იყვნენ მე რომ მოვედი. მეზობლები ლაპარაკობდნენ, რომ გოგოს პირველი მეუღლე მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში. იმ ბიჭს მაინც დაუბრუნოს თავისი შვილები, თვითონ ვერ ზრდის. ქალის განცხადების საფუძველზე დააკავეს. ბიჭი სვამდა. ორივესთვის მეორე ოჯახი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეზობელმა.

ცნობისთვის, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, რა დროსაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დროს დედას ახალშობილი ხელში ეჭირა, რა დროსაც მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა